ზემო ქსოვრისის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ზემო ქსოვრისის წმინდა გიორგის ეკლესია''' - [[ეკლესია]] დგას [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[გორი]]ს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქსოვრისიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, სკრის ხეობისა და ნალიანის ხევის შესართავთან. დაუთარიღებელია.
+
'''ზემო ქსოვრისის წმინდა გიორგის ეკლესია''' - [[ეკლესია]] დგას [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტის]] სოფელ ზემო ქსოვრისიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, სკრის ხეობისა და ნალიანის ხევის შესართავთან. დაუთარიღებელია.
  
 
====აღწერილობა====
 
====აღწერილობა====

17:10, 2 სექტემბერი 2020-ის ვერსია

ზემო ქსოვრისის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქსოვრისიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, ტყეში, სკრის ხეობისა და ნალიანის ხევის შესართავთან. დაუთარიღებელია.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,5 X 5,75 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. დარბაზს აღმოსავლეთით ღრმა აფსიდი აქვს. აფსიდში ერთი სარკმელია. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. პილასტრების კაპიტელები კარგად არის დამუშავებული. შენობა შიგნით შელესილია. ეკლესიას დასავლეთით ეკვრის სათავსი, რომელშიც მოხვედრა ეკლესიის დასავლეთ კედელში გაჭრილი კამარით შეიძლება. სათავსის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. მოგვიანებით ეკლესიისათვის ჩრდილოეთიდან მოუშენებიათ სათავსი (დანგრეულია). ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი ამ მონაშენისა და დარბაზის დამაკავშირებელი კარი ამოშენებულია. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობების და გალავნის ნანგრევები.


წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები