საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[ | + | '''საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია''' - [[ეკლესია]] მდებარეობს [[საქართველო]]ში, [[შიდა ქართლი]]ს მხარეში, [[გორის მუნიციპალიტეტი|გორის მუნიციპალიტეტში]], სოფელ [[საქაშეთი]]ს ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით. |
====აღწერილობა==== | ====აღწერილობა==== | ||
10:41, 3 სექტემბერი 2020-ის ვერსია
საქაშეთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საქაშეთის ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (12,6X8,3), ნაგებია რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. კუთხეებში გამოყენებულია მოწითალო ქვის კვადრები. ქვით არის ამოყვანილი თაღოვანი კარის საპირეებიც. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მოზრდილი ნიშია. ორ-ორი მოზრდილი სარკმელი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ეკლესიას ლურჯი ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს. დასავლეთ კედელზე მიშენებულია აგურის სამრეკლო.