გეთსემანია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გეთსემანია“ გადაიტანა გვერდზე „გეთსიმანია“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გეთსიმანია“ გადაიტანა გვერდზე „გეთსემანია“ გადამისამართება...) |
მიმდინარე ცვლილება 11:35, 4 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
გეთსემანია - გეთსამანია (ეტიმ. არამ. gat shemaním) სავარგულის ან ბოსტნის სახელწოდება, რომელიც მდებარეობდა ზეთისხილის მთის ძირას, იმ ბორცვის პირდაპირ, სადაც იერუსალიმის ტაძარია აღმართული, კედრონის გადაღმა. აქ შეიპყრეს იესო სინედრიონის ჯარისკაცებმა საიდუმლო სერობის შემდეგ პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად ლოცვის დროს (შდრ. მათ. 26:36 და პარ.).
[რედაქტირება] წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო;