ეკლესია შუბნიშანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:კასპის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| + | [[კატეგორია:დარბაზული ეკლესიები]] | ||
22:52, 12 სექტემბერი 2020-ის ვერსია
ეკლესია შუბნიშანი - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქალაქ კასპში, ყაზბეგის ქუჩაზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.
აღწერილობა
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 5 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვის დიდი კვადრებით, გამოყენებულია ნატეხი ქვა და აგურიც. ეკლესია დაზიანებულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. საკურთხევლის ქვედა ნაწილი სარკმლის ძირამდე სწორკუთხაა, შემდეგ - ნალისებრი. აფსიდი კონქითაა გადახურული, საკურთხეველში დგას სატრაპეზო ქვა, ჩრდილოეთით ორი ნიშია, სამხრეთით - ერთი. სატრიუმფო თაღი იმპოსტებს ეყრდნობა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში ერთი სარკმელია. დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე აგურის წყობით გამოყვანილია ჯვარი.