იაზოღლი
(ახალი გვერდი: '''იაზოღლი''' — სიტყვა იაზოღლი ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში არ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:აჭარული სახლი]] | [[კატეგორია:აჭარული სახლი]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული არქიტექტურა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 17:44, 13 სექტემბერი 2020 მდგომარეობით
იაზოღლი — სიტყვა იაზოღლი ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში არაბულ-თურქულიდანაა შესული და შუა დერეფანს ნიშნავს.
საერთოდ, შუა დერეფნიანი ტიპის საცხოვრებელი სახლები კოლხეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იყო გავრცელებული და კოლხური საცხოვრებელი ოდა-სახლების გეგმის კომპოზიციის კანონზომიერი განვითარების ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენდა. აჭარაში შუა დერეფანს ძველად „იაზლოღს” ეძახდნენ, ზოგჯერ, ღია, საზაფხულო სივრცესაც ასე ერქვა, მაგრამ ძირითადად იგი საცხოვრებლის მეორე სართულზე შენობის ცენტრში მდებარე შუა დერეფანი იყო, რომლის იქეთ-აქეთ ოდები იყო გამართული. აჭარული სახლის შუა დერეფანი სახლს მთელ სიგრძეზე გასდევდა და მას ორად ჰყოფდა. მათი უმეტესობა არსებული და მომავალი საქორწინო წყვილებისათვის იყო განკუთვნილი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ჩიქოვანი, 1960:98; გამყრელიძე, 1973:53; შამილაძე, 1969:128; მიქელაძე, 1982:31.