მესხიშვილი გრიგოლ იოსების ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მესხიშვილი გრიგოლ იოსების ძე''' - „სამეფო კარის მხატვარი, ან...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მესხიშვილი გრიგოლ იოსების ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[გრიგოლ იოსებ...) |
14:08, 22 ოქტომბერი 2020-ის ვერსია
მესხიშვილი გრიგოლ იოსების ძე - „სამეფო კარის მხატვარი, ანჩისხატის ეკლესიის დეკანოზი, მგალობელი და მწიგნობარი“. 1724 წ. ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. 1705-1721 წწ. მოღვაწეობდა ვახტანგის მიერ დაარსებულ სტამბაში. მონაწილეობდა ქართული წიგნების ბეჭდვაში ჰყავდა მეუღლე თამარი და შვილი ალექსი. გრიგოლი ხშირად მოიხსენიება მისი ვაჟის, ალექსის, მიერ გადაწერილ ხელნაწერთა ანდერძებში. გრიგოლი არის „ხელოანი მხატვარი“, რომელსაც, სავარაუდოდ, მრავალი ხელნაწერი მოუხატავს და გადაუწერია, მაგრამ მისი მოხატული არც ერთი ხელნაწერი ჯერ მიკვლეული არ არის.