აჲღაცვა (აჲღაცჲა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: === '''აჲღაცვა (აჲღაცჲა)''' === მტრები (ერთიმეორის), სისხლ-მესისხლ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:23, 5 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
[რედაქტირება] აჲღაცვა (აჲღაცჲა)
მტრები (ერთიმეორის), სისხლ-მესისხლეობაში დაპირისპირებულები. სისხლ-მესისხლეობა, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰქონდა, აფხაზებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო საკითხს წარმოადგენდა. ეს ჩვეულება მრავალ ასპექტს - საკუთრების მიტაცებას, საქონლის ქურდობას, სახლზე ცეცხლის წაკიდებას, დასახიჩრებას (მით უმეტეს პირსახეზე), შეურაცხყოფას, ძალადობას, ქალის გაუპატიურებას, ქალის გატაცებას და მკვლელობას მოიცავდა.
[რედაქტირება] წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
სალომე ბახია-ოქრუაშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2020 წ.