აჲშοა მათοა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: === '''აჲშοა მათοა''' === "ტაბლის ტანსაცმელი" (იგულისხმება დაბალფეხე...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:56, 5 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

[რედაქტირება] აჲშοა მათοა

"ტაბლის ტანსაცმელი" (იგულისხმება დაბალფეხებიან მაგიდაზე გადაფენილი სამოსი). მიცვალებულის საწოლზე დადებული ტანსაცმელი (სიკვდილის შემდეგ ორმოცამდე). მიცვალებულის დაკრძალვის დღეს ქელეხის პროცესის დროს, რომელიც დეკორატიულ ეზოში იმართებოდა, მიცვალებულის ჩალით გატენილი ტანსაცმელი ანშან (ქართ. ნიშანი), რომელიც მანეკენს მიაგავდა, ეზოში გაკეთებული ფარდულის ქვეშ ტახტზე ან დაბალ, ხის განიერ სკამზე ესვენა. შემდეგ იგი გადაჰქონდათ სახლში, საკუთარ საწოლზე. თუ მიცვალებულს (მამაკაცს) ცოლი ცოცხალი რჩებოდა, იგი საწოლის წინ იატაკზე იძინებდა ორმოცი დღის განმავლობაში. ორმოცის შემდეგ კი ამ ტანსაცმელს ახლობელს აძლევდნენ, რომ მის სახელზე ეტარებინა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები