ტაგესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტაგესი''' – ''(რომ.)'' ეტრუსკული ღვთაება. გენიუსის ძე, [[იუპიტერ...) |
03:52, 4 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ტაგესი – (რომ.) ეტრუსკული ღვთაება. გენიუსის ძე, იუპიტერის ბადიში. იგი გარეგნულად ბიჭუნასავით გამოიმზირებოდა, მაგრამ გასაოცარი სიბრძნითა და გონიერებით იყო ცნობილი. ტაგესი ადამიანებს მოულოდნელად გამოეცხადა: ქალაქ ტარკვინიას შემოგარენში გლეხი მიწას ხნავდა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იხილა, თუ როგორ ამოხტა ხნულიდან პატარა ბიჭუნა. მხვნელმა ყვირილი მორთო. მოცვივდნენ ეტრუსკები და ფრიად გაიხარეს ახალი ღვთაების ხილვით.
ტაგესმა ეტრუსკებს ცხოველთა შიგნეულის მიხედვით მკითხაობა ასწავლა და გაქრა. მისი მოძღვრება ეტრუსკთა წინასწარმეტყველურ წიგნებში ჩაიწერა შთამომავლობისათვის გადასაცემად.