აიბანიჰვარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „აიბანიჰვარა“ გადაიტანა გვერდზე „აჲბანჷჰοარა“) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „აჲბანჷჰοარა“ გადაიტანა გვერდზე „აიბანიჰვარა“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 16:50, 11 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
აიბანიჰვარა (აჲბანჷჰοარა) – აფხ. „ერთმანეთის დალოცვა“, შერიგება ხატის წინ,უმეტესად აბჟუის აფხაზებში დამნაშავე მხარის მიერ სისხლის ფასის გადახდის შემდეგ. სისხლ-მესისხლეობის შემთხვევაში, თუ დაპირისპირებული მხარეები შერიგებაზე თანხმობას გამოაცხადებდნენ, მაშინ ყველანი რომელიმე ტაძარში ხატის წინ იკრიბებოდნენ. ხატთან ორივე მხარის მიერ ფიცის დადებით უთანხმოებას ბოლო ეღებოდა. დაფიცების აქტს ორივე მხარის ახლო ნათესავები ესწრებოდნენ და ყველაზე ახლობლები ფიცის დადებაშიც მონაწილეობას იღებდნენ.