აილჷწრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აილჷწრა''' - აფხ. გაყოფა, გაყრა. აღნიშნავს ძმების გაყრასაც დ...) |
17:05, 11 ნოემბერი 2020-ის ვერსია
აილჷწრა - აფხ. გაყოფა, გაყრა. აღნიშნავს ძმების გაყრასაც და მწყემსების გაყოფასაც, უფრო სწორად, საკუთარი საქონლის გამოყოფას შეერთებული ჯოგიდან. მთის საძოვარზე, სადაც მწყემსები საქონელს ერთად აბალახებდნენ, ზაფხულის ბოლოს საერთო ღობეს ხსნიდნენ და ყველას თავისი საქონელი მიჰყავდა.