ქამრუსეფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქამრუსეფა''' – ''(ხეთ.)'' ქალღმერთი, ოჯახში სიმშვიდისა და სიკეთი...)

02:48, 6 დეკემბერი 2016-ის ვერსია

ქამრუსეფა(ხეთ.) ქალღმერთი, ოჯახში სიმშვიდისა და სიკეთის მომტანი, ოჯახური სიმყუდროვისა და კეთილდღეობის განსახიერება. მონაწილეობას იღებს ბავშვის „ნათლობაში“. იგი, თუმცა უშედეგოდ, ცდილობს განრისხებული თელეფინუს დამშვიდებას, მის გულის მოგებას; ესარჩლება ჭექა-ქუხილის ღმერთთან ციდან ჩამოვარდნილ მთვარეს. ქამრუსეფას საოჯახო-სამეურნეო საქმიანობაში ჩაბმულსაც ვხედავთ: მზის ღმერთთან ერთად საჩეჩელს უზის და ცხვრის მატყლს ჩეჩავს, მერე წყალში რეცხავს... გაპარსულ ცხვარს ბეწვს უვარცხნის – სავარცხელი მისი ატრიბუტია.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები