აჟοეიფშაა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აჟοეიფშაა''' - აფხ. ნადირობის ღვთაება, ცხოველების მბრძანებელ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:28, 17 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

აჟοეიფშაა - აფხ. ნადირობის ღვთაება, ცხოველების მბრძანებელი. ცხოვრობს ტყეში. მასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ღვთაება აირგჲ (წმინდა გიორგი).ისინი ერთად არიან მთების, ტყის, ნადირის, მონადირეთა ღვთაებები. ცხოველის კულტმა აფხაზთა წარმართულ რელიგიაში დიდი როლი ითამაშა. ნადირობის ღვთაება, აფხაზთა წარმოდგენით ყრუ და ღრმა მოხუცი იყო, გაწეწილი თმითა (ზოგიერთი ვარიანტით - ჟღალი თმით) და კვერთხით ხელში (ზოგიერთი ვარიანტით - შავი წვერით). იგი კლავდა რომელიმე ცხოველს, ხარშავდა მის ხორცს და ჭამდა, ძვლებს კი ცხოველისავე ტყავში აგროვებდა, შემდეგ თავის კვერთხს დაარტყამდა და ცხოველი კვლავ ცოცხლდებოდა. მონადირეები მხოლოდ მის გაცოცხლებულ ცხოველებს კლავდნენ, მაგრამ მხოლოდ ის მონადირე მოინადირებდა ცხოველს, რომლის ხვედრსაც აჟვეიფშაა თვითვე გადაწყვეტდა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები