აჟვლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აჟვლა (აჟοლა)''' - აფხ. თესლი,სპერმა; გვარი; ჯიში. მიუთითებს სა...) |
11:36, 17 ნოემბერი 2020-ის ვერსია
აჟვლა (აჟοლა) - აფხ. თესლი,სპერმა; გვარი; ჯიში. მიუთითებს საერთო წარმოშობაზე, ერთ საერთო ძირზე.შ. ინალ-იფას გადმოცემით აჟვლა ძირითადი ნათესაური და ერთდროულად საზოგადოებრივი ერთეულია, რომლისთვისაც პატრიარქალური წყობაა დამახასიათებელი. ტერმინი აჟვლა ძველად, როგორც ოჯახს, ისე გვარს აღნიშნავდა, ისევე როგორც აბაზებში. მისი აზრით აფხაზური აჟვლა წარმოშობას, გენეალოგიას დაგვარტომობას აღნიშნავს.