აჟხვატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აჟხვატა'''- აფხ. ყურძნის ჯიში.ბ. ჯანაშიას შესწავლის ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:37, 17 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
აჟხვატა- აფხ. ყურძნის ჯიში.ბ. ჯანაშიას შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ ვაზთან, ყურძენთან და მათ ჯიშებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია აფხაზეთში აღწერილობითი ხასიათისაა, ხოლო უმეტესი ქართულიდან არის ნასესხები. მაგ., თვით ტერმინი ვაზი დაგრეხილს ღნიშნავს. აფხაზები ქართველების მსგავსად მაღლარ ვენახს ვაზის საყრდენი ხის მიხედვით არჩევენ. მაგ.: თელის ყურძენი, მუხის ყურძენი და ა.შ. რაც შეეხება, ვაზთან დაკავშირებულ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებს, არც აბჟუის და არც ბზიფის აფხაზების ყოფაში იგი არ დასტურდება. ერთადერთი აფხაზურ მოსახლეობაში მხოლოდ აბჟუის აფხაზებში იქნა ზედაშეების კულტურა ათვისებული.