აფსხურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აფსხურა''' - აფხ.„მკვდრის წილის კეთება“, ქელეხი (= მიცვალებულ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:18, 19 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

აფსხურა - აფხ.„მკვდრის წილის კეთება“, ქელეხი (= მიცვალებულის წილი). ადამიანის გარდაცვალებიდან გლოვის მთავარ და ბოლო ეტაპამდე (წლისთავამდე) ჭირისუფლებს რამდენიმე საფეხურის გავლა უხდებოდათ: 1. მიცვალებულის „შეცხადება“ ანუ აჰვჰვარა „კივილი“; 2. დატირების პროცესი. 3. დაკრძალვა-ქელეხი; 4. „ფეხის გახსნა“; 5. „ორმოცი“; 6. „წლისთავი“. დაკრძალვის დღეს მთელი სოფელი, ახლო და შორეული ნათესავები იყრიდნენ თავს მიცვალებულის სახლში. დაკრძალვის წინ აფსხურ იმართებოდა სამარხვო კერძებით. დაკრძალვის მომენტისათვის მიცვალებულის ცხენს შავ გადასაფარებელს გადააფარებდნენ, უნაგირს დაადგამდნენ, გარდაცვლილის ქამარ-ხანჯალს, მათრახს, თოფ-იარაღს ჩამოჰკიდებდნენ. სასაფლაოზე პროცესიის თავში ყველაზე ახლობელ მამაკაცს მიცვალებულის ცხენი მიჰყავდა, შემდეგ მგლოვიარე მამაკაცები მიდიოდნენ, ბოლოს კი თმაგაშლილი ჭირისუფალი ქალები მიჰყვებოდნენ.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები