აფჰუსმუსხვ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აფჰუსმუსხვ (აფჰοჷსმუსხο)''' – აფხ. „ქალის წილი შრომაში“. აფ...) |
მ (მომხმარებელმა Malania გვერდი „აფჰუსმუსხვ“ გადაიტანა გვერდზე „აფჰοჷსმუსხο“) |
11:55, 19 ნოემბერი 2020-ის ვერსია
აფჰუსმუსხვ (აფჰοჷსმუსხο) – აფხ. „ქალის წილი შრომაში“. აფხაზი ქალი საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ მონაწილეობდა. ძველად მათ საოჯახო საქმის და ხელსაქმის (კერვა, ქსოვა..) გარდა, ძირითადად, სახლში დარჩენილი საქონლის მოვლა, მიწის დამუშავება ევალებოდათ. ისინი თესდნენ მარცვლეულს და ბოსტანშიც მუშაობდნენ. ამავე დროს, მოჰყავდათ სელი, კანაფი, ბამბა, რაც აუცილებელი იყო ტანსაცმლის შესაკერად მათგან ძაფს ართავდნენ.