ნიფური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Nifuri.jpg|thumb|300პქ|'''ნიფურის ნაქალაქარი''']] | [[ფაილი:Nifuri.jpg|thumb|300პქ|'''ნიფურის ნაქალაქარი''']] | ||
| − | '''ნიფური''' – ნიბრუ, ნიპური, | + | '''ნიფური''' – ნიბრუ, ნიპური, [[შუმერი]]ს რელიგიური ცენტრი, [[ენლილი]]ს მთავარი საკულტო ქალაქი. |
| − | ნიფური წარმოდგენილია არა მხოლოდ | + | ნიფური წარმოდგენილია არა მხოლოდ შუმერის, არამედ ქვეყნიერების შუაგულად, სადაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (დიმ-გალი). |
ნიფურის ეს მითოსური ბუნება გაცხადებულია მისი მთავარი ტაძრის სახელწოდებებში: ექურ – „სახლი-მთა“ (კოსმიური ღერძის ერთ-ერთი განსახიერება) | ნიფურის ეს მითოსური ბუნება გაცხადებულია მისი მთავარი ტაძრის სახელწოდებებში: ექურ – „სახლი-მთა“ (კოსმიური ღერძის ერთ-ერთი განსახიერება) | ||
და [[დურანქი]] („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). ერთი შუმერული მითოლოგიური ტექსტის თანახმად, ადამიანის გაჩენამდე ნიფურის პირველი მოსახლენი | და [[დურანქი]] („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). ერთი შუმერული მითოლოგიური ტექსტის თანახმად, ადამიანის გაჩენამდე ნიფურის პირველი მოსახლენი | ||
16:24, 6 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ნიფური – ნიბრუ, ნიპური, შუმერის რელიგიური ცენტრი, ენლილის მთავარი საკულტო ქალაქი.
ნიფური წარმოდგენილია არა მხოლოდ შუმერის, არამედ ქვეყნიერების შუაგულად, სადაც გადის სამყაროს „დიდი ღერძი“ (დიმ-გალი). ნიფურის ეს მითოსური ბუნება გაცხადებულია მისი მთავარი ტაძრის სახელწოდებებში: ექურ – „სახლი-მთა“ (კოსმიური ღერძის ერთ-ერთი განსახიერება) და დურანქი („ჭიპლარი ცისა და მიწისა“). ერთი შუმერული მითოლოგიური ტექსტის თანახმად, ადამიანის გაჩენამდე ნიფურის პირველი მოსახლენი იყვნენ: ჭაბუკი ენლილი, ქალწული ნინლილი და დედაბერი ნუნბარშეგუნუ – ნინლილის დედა, რომელიც ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ მოაწონოს თავი ენლილს. მათი შეუღლების შედეგად ნიფურში იბადება მთვარის ღმერთი ნანარის სახელით.