აყაურმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აყაურმა''' - ყაურმა. მცირე ნაჭრებად დაჭრილ ცხვრის ხორცს დ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:07, 19 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
აყაურმა - ყაურმა. მცირე ნაჭრებად დაჭრილ ცხვრის ხორცს დუმის ქონთან ერთად დებენ თუჯის ქვაბში და ხარშავენ. უკეთებენ სხვადასხვა არომატული მწვანილების ღეროებს. თუჯის ქვაბიდან ყაურმა გადააქვთ თიხის ღრმა ქოთანში. მას მაგრად ახურავენ თავს და მიწაში მარხავენ. საჭიროების შემთხვევაში, გარკვეულ რაოდენობას ამოიღებდნენ და სპილენძის ტაფაზე აცხელებდნენ. ღომთან ერთად მიირთმევდნენ ამ საკვებს. ტაფაზე გაცხელებული ყაურმა ჩქარა რომ არ გაციებულიყო, ღომის ღრმულში ასხამდნენ.