აშამხკურშვ ეიმჭაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აშამხკურშვ ეიმჭაფა“ გადაიტანა გვერდზე „აშამხკοჷრშο ეჲმჭοაფა“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „აშამხკοჷრშο ეჲმჭοაფა“ გადაიტანა გვერდზე „აშამხკურშვ ეიმჭაფა“ გა...)

11:48, 23 ნოემბერი 2020-ის ვერსია

აშამხკურშვ ეიმჭაფა (აშამხკοჷრშο ეჲმჭοაფა) - აფხ. დაყოფილი სამუხლე, ოთხთავიანი, სპეციალური პირსახოცი. ამ პირსახოცებს გაშლილი სახით ჯვრის ფორმა ჰქონდა. ყოველი მხარე დაახლოებით 2 მ სიგრძისა იყო, მოქარგული ან ქსოვილი ნახჭით იყო მორთული. დაგრეხილი ფოჩებით ან მაქმანით მთავრდებოდა. პატარძალს ასეთი პირსახოცი ერთი მაინც უნდა ჰქონოდა. ამით იგი დედამთილს ან მაზლს ქორწილის დღეს ეზოშივე ასაჩუქრებდა. მამაკაცის მხარე ამ პირსახოცს ჯვრის შუა ნაწილით ეზოში, სპეციალურად მომზადებულ ბოძზე გადააფარებდა. ჯვრის ფორმის პირსახოცი ქორწილის დროს დიდ როლს ასრულებდა. იგი აუცილებლადუნდა ყოფილიყო პატარძლის მზითევში. ასეთი პირსახოცს ოთხივე ბოლოზე ავი ძალების დამცველი სიმბოლოები ჰქონდა, უცხო ოჯახში შესულ პატარძალს იცავდა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები