ხედამუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხედამუ''' – ''(ხეთ.-ხურ.)'' გაუმაძღარი წყალხმელეთა არსება, რომელ...)

17:59, 6 დეკემბერი 2016-ის ვერსია

ხედამუ(ხეთ.-ხურ.) გაუმაძღარი წყალხმელეთა არსება, რომელიც თავის ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს. სადილად ორი ათას ხარს, უთვალავ ბატკანსა და ციკანს სანსლავს. როცა ქვეყნად პირუტყვი აღარ დარჩა და შიმშილმა დაისადგურა, შეშფოთდნენ ღმერთები და თათბირის შემდეგ იშთარს სთხოვეს, რომ დალაპარაკებოდა ხედამუს და მოეგო მისი გული. იშთარი ლამაზად მოიკაზმა და მხევალ-მსახურებთან ერთად, მუსიკის თანხლებით, ზღვის ნაპირას მივიდა. ქალღმერთი გაშიშვლდა ხედამუს წინაშე და მისი სილამაზით დაბრმავებული ურჩხული მისმა სიტყვებმაც მოხიბლა. ამ საუბრის შედეგი ის იყო, რომ წინათ გაუმაძღარ ხედამუს ჭამისა და სმის ხალისი დაეკარგა. ასე გადაარჩინა იშთარმა ქვეყნის ხალხი შიმშილით გადაშენებას.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები