ხუბური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხუბური''' – ''(შუმ.-ბაბ.)'' ქვესკნელის მდინარე, რომელიც უნდა გადა...) |
20:30, 6 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ხუბური – (შუმ.-ბაბ.) ქვესკნელის მდინარე, რომელიც უნდა გადალახოს გარდაცვლილის სულმა მკვდართა სამეფოში შესასვლელად. ერთ ბაბილონურ ტექსტში ნათქვამია: „ჩვენი მამები წავიდნენ სიკვდილის გზით, ხუბურის მდინარე გადალახეს, როგორც ამბობენ“. ხუბურს გაღმა სულები გადაჰყავს ანზუდის სახის, ოთხფეხა და ოთხხელა არსებას, რომლის სახელია ხუმუტბალ („სწრაფად გაიარე!“). ბაბილონურ კოსმოგონიურ ეპოსში ხუბური თიამათის ეპითეტია („დედახუბური“), ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ხუბური ხშირად ქვესკნელის სინონიმად გვხვდება.