ახცაჟვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ახცაჟვარა“ გადაიტანა გვერდზე „ალაცვაჟვარა“)
(მომხმარებელმა Malania გვერდი „ალაცვაჟვარა“ გადაიტანა გვერდზე „ახცაჟვარა“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 13:05, 25 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

ახცაჟვარა (ალაცვაჟვარა) - აფხ. განსჯა, განხილვა (იურიდიული ტერმინი). აფხაზთა ჩვეულებითმა სამართალმა გვიან შუა საუკუნეებში დანაშაულის განსჯა-განხილვა დაიწყო. მკვლელობის, დაჭრის, დასახიჩრების, ქურდობის და ა.შ. შემთხვევებში დაპირისპირებული მხარეები სამედიატორო სამართალს მიმართავდნენ. ორივე მხარე მედიატორებს ირჩევდა, მხოლოდ დაზარალებული ერთით მეტ მოსამართლეს ასახელებდა. საქმის განსჯისა და განხილვის დროს მედიატორები ჩამოყალიბებულ სამართლის ნორმატიულ წესებს მკაცრად იცავდნენ. მათი გადაწყვეტილება საბოლოო იყო და ორივე მხარე კამათის გარეშე იღებდა.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები