აწοჷ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აწοჷ''' - აფხ. თხილის ტოტისგან გაკეთებული შამფური. ხის შამფ...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:08, 25 ნოემბერი 2020 მდგომარეობით

აწοჷ - აფხ. თხილის ტოტისგან გაკეთებული შამფური. ხის შამფური უმეტესად ოჯახისა და პატრონიმიის რელიგიური ლოცვების დროს მოიხმარებოდა. ხის შამფურზე წამოცმული მოხარშული ზვარაკის გულ-ღვიძლითა და ფილტვებით, ერთ ხელში და ღვინით სავსე ჭიქით, მეორე ხელში, უხუცესი მამაკაცი თავის მემკვიდრეებს დალოცავდა. ზვარაკის შიგნეული მხოლოდ პატრონიმიის წევრებისათვის იყო გამიზნული. რაც შეეხება საკლავის სხვა ნაწილებს, პატრონიმიის ოჯახების დედა ქალებსა და რძლებსაც შეეძლოთ დაგემოვნება.

[რედაქტირება] წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები