აჯმათრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აჯმათრა''' - აფხ. სათხე (ნაგებობა), ძელებზე შემდგარი. ნაგებობა ...)
 
ხაზი 6: ხაზი 6:
 
[[კატეგორია:აფხაზები]]
 
[[კატეგორია:აფხაზები]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
 
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]]
[[კატეგორია:შენობა-ბაგებობები]]
+
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]]

10:15, 26 ნოემბერი 2020-ის ვერსია

აჯმათრა - აფხ. სათხე (ნაგებობა), ძელებზე შემდგარი. ნაგებობა თხის, ცხვრისთვის. შენდებოდა სამეურნეო ეზოში, საცხოვრებლის უკან, თუ წვრილფეხა საქონელი 100-120-ზე ნაკლები იყო. თუ მეტი ჰყავდათ, მაშინ მათთვის შენობას ცალკე, სახლის გარეთ აშენებდნენ. აჯმათრა მრგვალი, წნული, კონუსურსახურავიანი ნაგებობა იყო, დახურული თივით ან გვიმრით, ან აშენებდნენ ოთხკუთხა შენობას ორფერდა სახურავით. მოგვიანებით ძელური შენობის აშენებაც დაიწყეს და ფიცრულისაც. ორ-ან ოთხფერდა სახურავით. გადახურვა თივით ან გვიმრით. იატაკი ხის ფიცრებისგან ჰქონდა გაკეთებული. საღამოს თამასებიან ფიცარნაგს მიადგამდნენ, რომლითაც თხები სათხებოში ადიოდნენ. ზოგჯერ აჯმათრა სასაქონლე აბორაში ჰქონდათ გამოყოფილი.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები