აშთრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აშთრა''' - აფხ. კვალი, მემკვიდრეები, სისხლით ნათესავები. ისი...) |
მიმდინარე ცვლილება 17:28, 26 ნოემბერი 2020 მდგომარეობით
აშთრა - აფხ. კვალი, მემკვიდრეები, სისხლით ნათესავები. ისინი სისხლით ნათესაური სტრუქტურის სრულფასოვან ხაზსაყალიბებდნენ. აღმავალ და გვერდითი ნათესაური ხაზის განაყარი ოჯახების მამაკაცი წევრების გარდა, მის შემადგენლობაში დები და ქალიშვილებიც შედიოდნენ. მართალია, ქალები გათხოვების შემდეგ ოჯახს ტოვებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი სიკვდილამდე მამისა და ძმების აბიფარას (პატრონიმიის) წევრებად რჩებოდნენ. ისინი ქმრის აბიფარას ორგანიზაციის სამეურნეო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი, მაგრამ მათ საზოგადოებრივ და რელიგიურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ.