ხარატიშვილი გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ხარატიშვილი გურამ“ გადაიტანა გვერდზე „გურამ ხარატიშვილი“) |
01:48, 9 თებერვალი 2021-ის ვერსია
გურამ ხარატიშვილი – (დ. 14 იანვარი, 1934, გორი — გ. 7 სექტემბერი, 2009). — ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1956); ასპირანტურა.
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომპარტიისაგან;
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი 1988 წლიდან, ვიცე-პრეზიდენტი 2005 წლიდან.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).