ევროპის ოლიმპიური კომიტეტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Eoc.PNG|thumb|200pq|EOC]]
 
'''ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) ''' -  ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების არაკომერციული ქოლგაორგანიზაციაა.  
 
'''ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) ''' -  ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების არაკომერციული ქოლგაორგანიზაციაა.  
  

მიმდინარე ცვლილება 19:01, 11 თებერვალი 2021 მდგომარეობით

EOC

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) - ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების არაკომერციული ქოლგაორგანიზაციაა.

მისი უმთავრესი ამოცანაა საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, საერთაშორისო და ევროპულ სპორტულ ასოციაციებში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ინტერესების წარდგენა და დაცვა; საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ევროპის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საერთო ინტერესების განსაზღვრა და ღირებულებების დაცვა.

EOC-ის მიზანია IOC-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის განვითარება ევროპაში, საერთაშორისო ოლიმპიური ქარტიით განსაზღვრული ოლიმპიური იდეალების ევროპის კონტინენტზე განვრცობა IOC-თან, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციასთან ((ANOC)) და სხვა კონტინენტურ ოლიმპიურ ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები დაარსდა 1968 წელს და აერთიანებს ევროპის ქვეყნების 50 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს. EOჩ-ს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, ხოლო საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი საბჭო.

IOC-ის უშუალო მხარდაჭერითა და მეურვეობით ეწყობა სამი მულტისპორტული ღონისძიება: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ევროპული თამაშები და ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების თამაშები.

[რედაქტირება] წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები