დოქი თიხისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოქი თიხისა“ გადაიტანა გვერდზე „თიხის დოქი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თიხის დოქი“ გადაიტანა გვერდზე „დოქი თიხისა“ გადამისამართებაზე)

23:12, 7 მარტი 2021-ის ვერსია

დოქის ტიპები

დოქი თიხისა - ხელადა - თიხის საწყლე და საღვინე ჭურჭელი, ამზადებდნენ კარგად შეზავებული სუფთა მიწისაგან, აქვს ბრტყელი, მრგვალი ძირი - „ფსკერი“, ზომიერად გამობერილი მუცელ-“გვამი“; წვრილი მაღალი ყელი და ლამაზად გამოყვანილი, მაღლა აშვერილი „ნიკარტი“, მრგვალი ყური მიძერწილია შუა ყელიდან მხარზე ან შუა გვამზე.

დოქის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება:

  • „საღვინე“,
  • „საწყლე“,
  • „თუნგულა“,
  • „ხარა დოქი“(დიდი ზომისაა),
  • „ლიტრა“
  • „ყურმილიანი“ იგივე „საწოვრიანი“ დოქი და სხვა.

საღვინე დოქები „ნიკარტიანი“ უნდა იყოს, წყლისათვის განკუთვნილი დოქები კი მრგვალტუჩა.

დოქები მრავალფეროვანი სახისაა, შემკობის თვალსაზრისით მათში სჭარბობს დალოცვა-დღეგრძელობის შემცველი წარწერები, ზოგი დოქი წითლადაა გამომწვარი, ზოგი კი მთლიანად ჭიქურითაა დაფარული და დამშვენებული სხვადასხვა მხატვრული სიუჟეტებით.

ლიტერატურა

ც. კაკაბაძე, შროშული საღვინეები, 1971, ძმ. №24. ც. კ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები