რეა-სილვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რეა-სილვია''' – ''(რომ.)'' რომის მითოსური ფუძემდებლების, [[რომულ...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 +
[[კატეგორია:ძველი რომის ისტორია]]

15:57, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია

რეა-სილვია(რომ.) რომის მითოსური ფუძემდებლების, რომულუსისა და რემუსის დედა, ზოგჯერ მას ილიადაც მოიხსენიებდნენ.

მითოსის თანახმად, რეა-სილვია ქალაქ ალბა-ლონგას მეფის, ნუმიტორის ასული იყო. ნუმიტორს ჰყავდა შურიანი ძმა ამულიუსი, რომელმაც ჯარი შეკრიბა და ალბა-ლონგას კანონიერი მეფე ტახტიდან ჩამოაგდო. მას ეშინოდა, რომ ნუმიტორის შვილები შურს იძიებდნენ და ასე რომ არ მომხდარიყო, მისი ვაჟების ამოხოცვის ბრძანება გასცა. რეა-სილვია კი ვესტას ტაძარში გამოკეტა ვესტალისად. მოულოდნელად რეა-სილვიამ შვა ტყუპი ვაჟი: რომულუსი და რემუსი. ასეთი იყო ღმერთების ნება. ტყუპების მამად აღიარეს მარსი. არ დაიჯერა ამულიუსმა ტყუპების ღვთაებრივი წარმომავლობის ამბავი და მათი მდინარე ტიბერისში გადაგდება ბრძანა, რეა-სილვიას კი შიმშილით სიკვდილი მიუსაჯა. დიდმა ღვთაებამ, მარსმა, სამივე იხსნა.

არსებობს ამ მითოსის დასასრულის სხვა ვერსიაც: რეა-სილვიაც ტიბერისში გადააგდეს (ვარიანტი: თავად სცადა თავის დახრჩობა), სადაც იგი გადაარჩინა ამ მდინარის ღმერთმა და ცოლად შეირთო.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები