ბაგრატ ბატონიშვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბაგრატ ბატონიშვილი''' – (1776, ქ. თბილისი - 1811, ქ. პეტერბურგი)], ქარ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაგრატ ბატონიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბატონიშვილი ბაგრატ“) |
22:29, 15 მარტი 2021-ის ვერსია
ბაგრატ ბატონიშვილი – (1776, ქ. თბილისი - 1811, ქ. პეტერბურგი)], ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ძე. 1803 წელს ოჯახით გაასახლეს პეტერბურგში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ავტორია საისტორიო თხზულებებისა: „ახალი მოთხრობა“, „რუსეთ-სპარსეთის ომი“. პირველი წარმოადგენს ბაგრატ ბატონიშვილის ძმის, დავით ბატონიშვილის, თხზულების გაგრძელებას. ავტორი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით გადმოსცემს საქართველოს ისტორიის მოვლენებს XVIII საუკუნის შუა ხანებიდან XIX საუკუნის 40-იან წლებამდე. თხზულება ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამო უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს რუსეთის მთავრობის მიმართ. მასვე ეკუთვნის სამედიცინო და ეკონიკური ხასიათის შრომები.
ლ. შენგელია
თხზულებები
ახალი მოთხრობა, თ. ლომოურის გამოც., თბ., 1941.