ოქროს წვიმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოქროს წვიმა''' – დანაე. == წყარო == [[მითოლოგიური ენციკლოპედი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ოქროს წვიმა''' – [[დანაე]]. | + | '''ოქროს წვიმა''' – აკრისიოსს ერთადერთი ასული ჰყავდა, [[დანაე]], ვაჟი კი – არა. იგი მისანთან მივიდა იმის გასაგებად, ეყოლებოდა თუ არა ოდესმე მემკვიდრე. [[ორაკული|ორაკულისაგან]] შემზარავი პასუხი მიიღო: მხოლოდ მის ასულს გაუჩნდებოდა ვაჟი, რომელიც მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. აკრისიოსმა სცადა, ბედისწერას შებრძოლებოდა. მან დანაე სპილენძის მაღალ კოშკში გამოკეტა და ორი უშველებელი ნაგაზი მიუჩინა დარაჯად. ერთხელ, [[ზევსი|ზევსმა]] თვალი ჰკიდა მშვენიერ ქალწულს, მოეწონა და ოქროვან წვიმად გარდასახულმა შეაღწია კოშკში. მალე დანაეს ზევსისაგან შეეძინა ვაჟი, რომელსაც [[პერსევსი]] დაარქვეს. |
17:27, 16 დეკემბერი 2016-ის ვერსია
ოქროს წვიმა – აკრისიოსს ერთადერთი ასული ჰყავდა, დანაე, ვაჟი კი – არა. იგი მისანთან მივიდა იმის გასაგებად, ეყოლებოდა თუ არა ოდესმე მემკვიდრე. ორაკულისაგან შემზარავი პასუხი მიიღო: მხოლოდ მის ასულს გაუჩნდებოდა ვაჟი, რომელიც მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. აკრისიოსმა სცადა, ბედისწერას შებრძოლებოდა. მან დანაე სპილენძის მაღალ კოშკში გამოკეტა და ორი უშველებელი ნაგაზი მიუჩინა დარაჯად. ერთხელ, ზევსმა თვალი ჰკიდა მშვენიერ ქალწულს, მოეწონა და ოქროვან წვიმად გარდასახულმა შეაღწია კოშკში. მალე დანაეს ზევსისაგან შეეძინა ვაჟი, რომელსაც პერსევსი დაარქვეს.