ბარამიძე არჩილი
(ახალი გვერდი: '''ბარამიძე არჩილი''' – (დ. 21.10.1926 – გ. 21.01.1996), ისტორიკოსი, წყაროთმცოდნ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბარამიძე არჩილი“ გადაიტანა გვერდზე „არჩილ ბარამიძე“) |
00:25, 23 მარტი 2021-ის ვერსია
ბარამიძე არჩილი – (დ. 21.10.1926 – გ. 21.01.1996), ისტორიკოსი, წყაროთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
იკვლევდა ძველი მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიის კარდინალურ საკითხებს. ბარამიძის შრომების ნაწილი მიეძღვნა ქართველთა წარმომავლობის საკითხს, ისტორიულ გეოგრაფიას, „ქართლის ცხოვრების“ პრობლემატიკას. იკვლევდა ასევე ქართული ისტ. მეცნიერების ისტორიის საკითხებს, გამოკვლევები მიუძღვნა დ. ბაქრაძის, ა. ხახანაშვილის, ს. ბარათოვის, პ. იოსელიანის, ივ. ჯავახიშვილის, ს. ჯანაშიას, მ. ბერძნიშვილის შემოქმედებას. საგანგებო ნაშრომში შეეხო ქართლის გაქრისტიანების ქრონოლოგიას. იზიარებდა კ. კეკელიძის თვალსაზრისს და ქართლის მოქცევას IV საუკუნის II ნახევარში მომხდარ მოვლენად მიიჩნევდა.
ზ. აბაშიძე
თხზულება
იბერიაში ქრისტიანობის შემოსვლის საკითხისათვის, „ქართული ისტორიოგრაფია“, კრებ.: 2, თბ., 1975.