ნანსის მირაბელი (ქლიავის ჯიში)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Nansis mirabeli.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Nansis mirabeli.jpg|thumb|150პქ|ნანსის მირაბელი]] |
'''ნანსის მირაბელი''' - ''('''Drap d’or''').'' [[ქლიავი|ქლიავის]] ეს ჯიში ცნობილი იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. გავრცელებულია მეხილეობის ყველა ქვეყანაში. დიდი ხანია რაც შემოტანილი იყო [[საქართველო|საქართველოში]]. უკანასკნელ წლებში ამ ჯიშს იშვიათად შევხვდებით ჩვენში. | '''ნანსის მირაბელი''' - ''('''Drap d’or''').'' [[ქლიავი|ქლიავის]] ეს ჯიში ცნობილი იყო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. გავრცელებულია მეხილეობის ყველა ქვეყანაში. დიდი ხანია რაც შემოტანილი იყო [[საქართველო|საქართველოში]]. უკანასკნელ წლებში ამ ჯიშს იშვიათად შევხვდებით ჩვენში. | ||
22:42, 28 მარტი 2021-ის ვერსია
ნანსის მირაბელი - (Drap d’or). ქლიავის ეს ჯიში ცნობილი იყო საფრანგეთში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. გავრცელებულია მეხილეობის ყველა ქვეყანაში. დიდი ხანია რაც შემოტანილი იყო საქართველოში. უკანასკნელ წლებში ამ ჯიშს იშვიათად შევხვდებით ჩვენში.
ხე არ იზრდება დიდი, მომრგვალო მოყვანილობის ხშირად დატოტვილი ვარჯი ახასიათებს. ფოთოლი წვრილია, ოვალური ფორმის, შებუსვილი როგორც ზედა, ისე ქვედა მხარეზე.
ნაყოფი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში. ნაყოფი წვრილია (1,5X3,0 სმ.), მრგვალი ფორმის. ნაყოფის კანი მკვრივია, ყვითელი ფერის, მოწითალო წინწკლებით.
ნაყოფის ხორცი ყვითელი ფერისაა, მდნარი, ძლიერ ტკბილი. კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს.
ნაყოფი უმთავრესად საკომპოტედ იხმარება.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;