კათარსისი
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | [[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]] | ||
| − | + | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ტერმინოლოგია]] | [[კატეგორია:ტერმინოლოგია]] | ||
16:55, 23 დეკემბერი 2016-ის ვერსია
კათარსისი – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „განწმენდას“.
დიდი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე თხზულებაში, რომლის სახელწოდებაცაა „პოეტიკა“, მსჯელობს ამ ცნებაზე და აღნიშნავს, რომ ადამიანის სულს ხელოვნებასთან ზიარება ანიჭებს შვებას. ამ დროს იგი თავისუფლდება სხვა ემოციებისაგან და ეს მის განწმენდას იწვევს. ფილოსოფოსის აზრით, ყველაზე ძლიერია ტრაგიკული კათარსისი, რაც ადამიანს ეუფლება მძიმე ტანჯვის დათმენის, შიშისა და თანაგრძნობის შედეგად. ძველების რწმენით, მხოლოდ მძაფრი და ძლიერი განცდა გვაახლოებს ჭეშმარიტებას. არსებობს ლამის ანდაზად ქცეული გამოთქმა, რომელიც დიდ ტრაგიკოსს, ესქილეს, ეკუთვნის: „პათემატა მათემატა“, რაც ასე ითარგმნება: „ტანჯვანი შეგვაცნობინებენ“. ტრაგიკული ნაწარმოები ადამიანს განაცდევინებს ისეთ შემაძრწუნებელ უბედურებას, რაც მას რეალურ ცხოვრებაში, შესაძლოა, არც კი გადახდეს. ამ დროს იგი თანამონაწილე ხდება იმ მოვლენებისა, რასაც კითხულობს ან უმზერს სცენაზე. როგორც წესი, ყოველ ტრაგიკულ ქმნილებაში უკიდურესად დაძაბული კონფლიქტი ბოლოს იხსნება და ამით მიიღწევა განმუხტვა, ადამიანი გრძნობს შვებას. სწორედ ეს იწვევს ე.წ. „ტრაგიკულ სიამოვნებას“, ღრმა შინაგან სიხარულს, კათარსისს იმის გამო, რომ მძიმე ტანჯვა დასრულდა.