ბალდარანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ბალდარან-ი ირ., ბალდარაბოს-ი დიგ.''' ''(ოს. Бæлдæрæн, бæлдæрæбос)'' – ოსური სამიწათმოქმედო კალენდრის საგაზაფხულო ციკლის დღეობა, რომელიც [[აღდგომა|აღდგომის]] მომდევნო კვირას ანუ კვირაცხოვლობის დღეს აღინიშნებოდა. მთელი სოფელი აგროვებდა სალუდე მასალას, საერთო ხარჯებით ყიდულობდნენ ე. წ. ქუსართაგს (ზვარაკს); მოჰქონდათ [[პური]] და [[არაყი]] და აწყობდნენ საერთო-სასოფლო ქუვდს ([[ლოცვა]]-ნადიმს) სათანადო მსხვერპლშეწირვით; აგრარული ბუნების ღვთაებებს ბარაქიან მოსავალს და შინაური ცხოველების დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. დღეობაში მონაწილეობა სხვა სოფლის მცხოვრებლებს არ შეეძლოთ.
 
რამდენადაც კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის სიხარულის განახლება და განცხოველებაა მაცხოვრის ზეცად მიბრუნების გამო, ბალდარანის მეორე სახელის – [[ხარდმაქასანი]]ს (Хæрдмæкæсæн – „ზეცაში ყურება“) – შინაარსი შესაძლოა, სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას გადმოსცემს. აღნიშნულ თვალსაზრისს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ოსურ ხალხურ დღეობათა შორის ბალდარანი ყველაზე მხიარულ დღესასწაულად ითვლებოდა. სწამდათ, როგორც გაატარებდნენ ბალდარანს, ისე იცხოვრებდნენ წლის განმავლობაში.
+
რამდენადაც კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის სიხარულის განახლება და განცხოველებაა მაცხოვრის ზეცად მიბრუნების გამო, ბალდარანის მეორე სახელის – ხარდმაქასანის (Хæрдмæкæсæн – „ზეცაში ყურება“) – შინაარსი შესაძლოა, სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას გადმოსცემს. აღნიშნულ თვალსაზრისს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ოსურ ხალხურ დღეობათა შორის ბალდარანი ყველაზე მხიარულ დღესასწაულად ითვლებოდა. სწამდათ, როგორც გაატარებდნენ ბალდარანს, ისე იცხოვრებდნენ წლის განმავლობაში.
  
მიმდინარე ცვლილება 19:49, 11 აპრილი 2021 მდგომარეობით

ბალდარან-ი ირ., ბალდარაბოს-ი დიგ. (ოს. Бæлдæрæн, бæлдæрæбос) – ოსური სამიწათმოქმედო კალენდრის საგაზაფხულო ციკლის დღეობა, რომელიც აღდგომის მომდევნო კვირას ანუ კვირაცხოვლობის დღეს აღინიშნებოდა. მთელი სოფელი აგროვებდა სალუდე მასალას, საერთო ხარჯებით ყიდულობდნენ ე. წ. ქუსართაგს (ზვარაკს); მოჰქონდათ პური და არაყი და აწყობდნენ საერთო-სასოფლო ქუვდს (ლოცვა-ნადიმს) სათანადო მსხვერპლშეწირვით; აგრარული ბუნების ღვთაებებს ბარაქიან მოსავალს და შინაური ცხოველების დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. დღეობაში მონაწილეობა სხვა სოფლის მცხოვრებლებს არ შეეძლოთ.

რამდენადაც კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის სიხარულის განახლება და განცხოველებაა მაცხოვრის ზეცად მიბრუნების გამო, ბალდარანის მეორე სახელის – ხარდმაქასანის (Хæрдмæкæсæн – „ზეცაში ყურება“) – შინაარსი შესაძლოა, სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას გადმოსცემს. აღნიშნულ თვალსაზრისს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ოსურ ხალხურ დღეობათა შორის ბალდარანი ყველაზე მხიარულ დღესასწაულად ითვლებოდა. სწამდათ, როგორც გაატარებდნენ ბალდარანს, ისე იცხოვრებდნენ წლის განმავლობაში.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. I. М., 1881;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • Дарчиева М. В. Вербальный код осетинского обрядового текста. Владикавказ, 2013.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები