ბარალეთის წარწერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბარალეთის წარწერა''' – წარწერა სოფელ ბარალეთის (ახალქალაქი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
| + | |||
[[კატეგორია:ქართული წარწერები]] | [[კატეგორია:ქართული წარწერები]] | ||
23:56, 11 აპრილი 2021-ის ვერსია
ბარალეთის წარწერა – წარწერა სოფელ ბარალეთის (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) ეკლესიის კედელზე.
სოფელი ბარალეთი მდებარეობს მდ. ბარალეთის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1650 მ. სოფელში დგას შუა საუკუნეების ქართული ეკლესია – სამნავიანი ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ლავგარდნის ქვეშ, ამოკვეთილია 9-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა...“. რადგანაც ამ დროისათვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს.
გ. ოთხმეზური
ლიტერატურა
- ბერძენიშვილი ნ., ჯავახეთის 1933 წ. ექსპედიციის დღიური, საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, 1964;
- ოთხმეზური გ., XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1981;
- ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959.