ბერების სერი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[საქართველოს | + | * [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:სიღნაღის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:სიღნაღის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
[[კატეგორია:კლდეში ნაკვეთი კომპლექსი]] | [[კატეგორია:კლდეში ნაკვეთი კომპლექსი]] | ||
00:16, 12 აპრილი 2021-ის ვერსია
ბერების სერი – (VI–VII სს.), გამოქვაბული კომპლექსი სოფელ მაღაროს სამხრეთ-დასავლეთით, მდ. ივრის აუზში (ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქია). გარეჯის მრავალმთის კლდეში ნაკვეთი სავანეების მსგავსად იგი შექმნილია ბერმონაზონთა სამოწესო სამყოფლად.
ბერების სერის საერთო სამონასტრო ანსამბლში ერთიანდება რამდენიმე ცალკეული მცირე უდაბნო, კომპლექსი ჯვარგუმბათოვანი, ბაზილიკური და დარბაზული ტიპის ეკლესიებით, ნიში – საკურთხევლებითა და ბერების განცალკევებული ქვაბ-სადგომებით, რომლებიც განლაგებულია ერთ ან მრავალსართულიან კომპლექსებად. ქვაბებს აქვს შეისრული თაღები, შემკული ჯვრის გამოსახულებებით, ფრაგმენტულად შემორჩენილია ქართული ფრესკული წარწერები. სართულთა დამაკავშირებელი გვირაბები და კლდის საფეხურები მთლიანად ჩამოშლილია. არ არის შემორჩენილი თავდაპირველი ფასადი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ უძველესი, პირველმეუდაბნოეთა საცხოვრისის სახე აქვთ შერჩენილი, რადგან სამონასტრო მშენებლობის ეპოქაში არ გადაუკეთებიათ,
ლიტერატურა
გაფრინდაშვილი გ., გარეჯი, თბ., 1987.