ეტლებით რბოლა
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია: ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია: ძველი საბერძნეთი]] | ||
[[კატეგორია:ოლიმპიური თამაშები]] | [[კატეგორია:ოლიმპიური თამაშები]] | ||
| − | [[კატეგორია:ოლიმპიური თამაშების სახეობები]] | + | [[კატეგორია:ანტიკური ოლიმპიური თამაშების სახეობები]] |
[[კატეგორია:ანტიკური ოლიმპიური თამაშები]] | [[კატეგორია:ანტიკური ოლიმპიური თამაშები]] | ||
14:41, 4 ივნისი 2021-ის ვერსია
ეტლებით რბოლა - ანტიკური ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სახეობა. პირველი შეჯიბრება გაიმართა ძვ. წ. 680 წელს ოთხცხენიანი ეტლებით (ტეტრიპონი). ძვ.წ. 408 წელს შემოიღეს ორცხენიანი ეტლებით (სინორისი) რბოლა, ძვ. წ. 384 წელს კი - სინორისი ერთწლიანი ცხენებით. ეტლი წარმოადგენდა მომცრო ხის ორთვალას, რომელიც უკანა მხარეს გახსნილი იყო. ცხენებს ეტლში ერთ რიგად აბამდნენ. ოლიმპიაში იპოდრომის სიგრძე იყო 1154 მ, სიგანე - 320 მ. რბოლაში ერთდროულად 60 ეტლს შეეძლო მონაწილეობა, მაგრამ ჩვეულებრივ მათი რიცხვი გაცილებით ნაკლები იყო. ტეტრიპონი იპოდრომზე 12 წრეს აკეთებდა, სინორისი - 9 წრეს, ერთწლიანი ცხენების სინორისი - 3 წრეს. მეეტლეები ჩაცმულნი ასპარეზობდნენ, სხვა სახეობებში გამოსული ათლეტებისაგან განსხვავებით. გამარჯვებულად ცხადდებოდა ეტლის (ცხენების) მფლობელი და არა მეეტლე. ეტლებით რბოლა გავრცელებული იყო, ძველ რომშიც.
წყარო
ოლიმპიური ორტომეული