ბიზანტიური არქიტექტურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბიზანტიური არქიტექტურა''' − [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის ი...) |
15:51, 12 ივლისი 2021-ის ვერსია
ბიზანტიური არქიტექტურა − ბიზანტიის იმპერიის (IV-XV .სს.) არქიტექტურა. მისი ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა რომაულ-ელინისტურ ტრადიციებსა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების წვლილს, მას ღრმა კვალი დაამჩნია ქრისტიანულმა სარწმუნოებამ. უმნიშვნელოვანესი ძეგლები საეკლესიო არქიტუქტურას მიეკუთვნება. ბიზანტიური არქიტექტურამ უკუაგდო ორდერული სისტემა. დიდ ადგილი ეჭირა თაღოვანსა და კამაროვან (კერძოდ, გუმბათოვან) კონსტრუქციებს. ბიზანტიური არქიტექტურა ესთეტიკურმა სისტემამ გარკვეული გავლენა მოახდინა ბალკანეთის ქვეყნებისა და ადრინდელი რუსული არქიტექტურის განვითარებაზე.