ბენუარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბენუარი''' — (ფრანგ. baignoire), ლოჟები თეატრში, რომლებიც განლაგებუ...) |
15:21, 15 ივლისი 2021-ის ვერსია
ბენუარი — (ფრანგ. baignoire), ლოჟები თეატრში, რომლებიც განლაგებულია პარტერის ორივე მხარეს, სცენის დონეზე ან რამდენადმე უფრო დაბლა.
ბენუარის ლოჟები პირველად გამართეს საფრანგეთის თეატრში XVIII საუკუნეში რითაც სურდათ მაყურებელთა წოდებრივი დანაწილება შეენარჩუნებინათ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მაყურებელთა პრივილეგირებულ ნაწილს აეკრძალა სცენაზე ჯდომა. ბენუარის ლოჟები თეატრებში ფართოდ გავრცელდა XVIII-XIX საუკუნეში.