გასტროლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გასტროლი''' – თეატრალური ტერმინი. სხვა ქალაქიდან, სხვა რაიო...) |
19:38, 20 აგვისტო 2021-ის ვერსია
გასტროლი – თეატრალური ტერმინი. სხვა ქალაქიდან, სხვა რაიონიდან ან სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მსახიობის (მსახიობთა დასის) გამოსვლა. XVIII საუკუნიდან, განსაკუთრებით XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ფართოდ გავრცელდა ინდივიდუალური გასტროლები, უმეტესად დედაქალაქების სათეატრო დასის წამყვანი მსახიობებისა, რომლებიც სხვა ქალაქების თეატრების სპექტაკლებში ასრულებდნენ თავიანთ საუკეთესო როლებს.