მეტროპოლიტენი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ლონდონის მეტრო '''მეტროპოლიტენი''' – (ფრანგ. métr...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მეტროპოლიტენი“ გადაიტანა გვერდზე „მეტრო“) |
13:28, 20 სექტემბერი 2021-ის ვერსია
მეტროპოლიტენი – (ფრანგ. métropolitain), მიწისქვეშა (გვირაბში) ან მიწისზედა (ესტაკადზე) საქალაქო ელექტრორკინიგზა. მეტროში მატარებლების მოძრაობა რეგულირდება, განრიგით. როგორც წესი, მეტროს მატარებლებს აქვთ 4-8 ვაგონი. გვირაბების დიამეტრი აღწევს 4-7 მეტრს (მაგრამ არსებობს უფრო ვიწრო გვირაბებიც, მაგალითად, ბერლინში, ვირაბების სიგანე მხოლოდ 2.3 მეტრია). სადგურების პლატფორმები ჩვეულებრივ 100-165 მ სიგრძისა და 5-20 მ სიგანის. ტრანსპორტის ეს სახეობა გამოირჩევა მაღალი წარმადობით. მას საშუალოდ საათში 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანა შეუძლია.