მიკრო გადაღება (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მიკრო გადაღება''' – კინოგადაღების სპეციალური სახე, რომელიც ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიკრო გადაღება (კინო)“ გადაიტანა გვერდზე „მიკროკინოგადაღება“) |
13:58, 22 სექტემბერი 2021-ის ვერსია
მიკრო გადაღება – კინოგადაღების სპეციალური სახე, რომელიც წარმოებს მიკროსკოპის საშუალებით. მიკრო გადაღება ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო-პოპულარულ, სასწავლო ფილმებში და საწარმოო ლაბორატორიებში. მიკროგადაღებების მრავალრიცხოვან სახეებს შორის ვხვდებით: გამჭვირვალე ობიექტის გადაღებას პირდაპირგამავალ შუქზე, გაუმჭვირვალე საგნის გადაღებას არეკლილ შუქზე, ნახევრადგამჭვირვალე საგნის გადაღებას ერთდროულად გამჭოლ და არეკლილ შუქზე.ნელა მიმდინარე პროცესების შემთხვევაში გამოიყენება შენელებული, ხოლო სწრაფად მიმდინარე პროცესებისათვის ჩქაროსნული მიკროკინოგადაღება.