მიმიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:JIM KERI.JPG|thumb|ჯიმ კერი. კადრი ფილმიდან "ჩლუნგი და უფრო ჩლუნგ...)

15:08, 22 სექტემბერი 2021-ის ვერსია

ჯიმ კერი. კადრი ფილმიდან "ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი"

მიმიკა – (ძვ.ბერძნ. μιμικός), სახის კუნთების გამომსახველობითი მოძრაობა, რომელიც ადამიანის ამა თუ იმ გრძნობის, განცდის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა.

თეატრალური თვალსაზრისით, მიმიკა არის მსახიობის უნარი თავისუფლად ფლობდეს სახის გამომეტყველების გამომსახველობით ხერხებს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს გრძნობებისა და განწყობების გამოხატვის ხელოვნება. მიმიკა თეატრში, მეტყველებასა და ჟესტებთან ერთად, მსახიობის ოსტატობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. მსახიობის მიერ ამა თუ იმ სახის მიმიკის მიღების არჩევანს განსაზღვრავს წარმოდგენის ჟანრი და სტილისტიკა. იმ შემთხვევებში თუ მსახიობის მიმიკა არ შეესაბამება სპექტაკლის ზოგად აზრს, მაშინ სახეზეა ხელოვანის მიერ შექმნილი სახის წარუმატებელი ინტერპრეტაცია.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები