ბლენდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბლენდა''' – კონუსის, ცილინდრის ან წაკვეთილი პირამიდის მაგვა...)
 
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:კინემატოგრაფია]]
 
[[კატეგორია:კინემატოგრაფია]]
 +
[[კატეგორია:კინოტექნიკა]]

მიმდინარე ცვლილება 13:55, 28 სექტემბერი 2021 მდგომარეობით

ბლენდა – კონუსის, ცილინდრის ან წაკვეთილი პირამიდის მაგვარი მარტივი ხელსაწყო, რომელიც მაგრდება ობიექტივზე და იცავს მას გარეშე, შემთხვევითი სხივებისაგან. ეს პარაზიტული სხივები, რომლებიც არ მონაწილეობენ ძირითადი გამოსახულების აგებაში, აირეკლებიან ხოლმე შემთხვევითი ობიექტებიდან (ან შვეულად ეცემიან ობიექტივზე მზის ან ნათურის სხივების სახით), ასუსტებენ გამოსახულების კონტრასტს და წარმოქმნიან ბინდს ნეგატივზე.

ბლენდის ზომა და ფორმა დამოკიდებულია ობიექტივის ხედვის კუთხეზე. ბლენდის შიდა კედლები დაფარულია მქრქალი შავი საღებავით. პროფესიულ კინოკამერებში ბლენდას რთული კონსტრუქციები აქვს, სადაც ჩვეულებრივად იდგმება შუქფილტრები, სხვადასხვა ხასიათის კაშეები, კომბინირებული ლინზები და სხვა.) ასეთ უნივერსალურ ბლენდას კომპენდიუმს უწოდებენ.


[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები