მოტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მოტეტი''' – (ლათ. motetu, იტალ. motetto, ფრანგ. და ინგლ. motet), მრავალხმიანი ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:28, 4 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით

მოტეტი – (ლათ. motetu, იტალ. motetto, ფრანგ. და ინგლ. motet), მრავალხმიანი ნაწარმოები (XII-XIV სს.), რომელშიც ერთდროულად ვითარდება სხვადასხვა (უფრო ხშირად 3) ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი მელოდია; მოტეტის საყრდენი იყო დაბალი ხმა (ტენორი), რომელიც ასრულებდა „ლიტურგიულ“ ჰანგს ლათინურ ენაზე, შუა ხმა (მოტეტი) და ზემო ხმა (ტრიპლუმი) ასრულებდნენ სახუმარო ან სასიყვარულო სიმღერებს ფრანგულ ენაზე. ამ სტილის მოტეტმა განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწია გიიომ დე მაშოს შემოქმედებაში.

XV ს-ში კათოლიკურმა ეკლესიამ „ვულგარულ მოტეტებს“ დაუპირისპირა მრავალხმიანი ნაწარმოების ახალი სახეობა, აგებული ყველა ხმისათვის საერთო ლათინურ ტექსტზე. აღორძინების ხანის კომპოზიტორებმა მოტეტში საერო ვოკალური ლირიკის ნიშნები შემოიტანეს.


[რედაქტირება] წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები