წაფენა
(ახალი გვერდი: '''წაფენა''' – კომბინირებული გადაღების უმარტივესი სახე. წაფენ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:12, 6 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით
წაფენა – კომბინირებული გადაღების უმარტივესი სახე. წაფენის დროს კადრში ერთი გამოსახულება თანდათან ცვლის მეორეს. წაფენა გამოიყენება როგორც სამონტაჟო ხერხი, ორი (ან რამდენიმე) სცენის დასაკავშირებლად, რომლებიც სცენარის მიხედვით ვითარდება სხვადასხვა დროს ანდა სხვადასხვა ადგილზე. გარკვეულ დროის მონაკვეთში მაყურებელი ეკრანზე ხედავს ერთდროულად ორივე გამოსახულებას, შემდგომში ერთი გამოსახულება გადადის მეორე გამოსახულებაში. წაფენა გამოიყენება ამინდის და წელიწადის დროის შეცვლის საჩვენებლად. წაფენის შესრულება შესაძლებელია უშუალოდ გადამღები აპარატით ანდა ლაბორატორიული გზით – კოპირაპარატით. წაფენის ხანგრძლიობა სხვადასხვაგვარია და განპირობებულია რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრით. წაფენა ხშირად გაერთიანებულია კომბინირებული გადაღების სხვადასხვა ხერხებთან, რის საფუძველზეც მიიღება ეფექტური კომბინირებული კადრები.