ხელოვნების ხალხურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ხელოვნების ხალხურობა''' – ესთეტიკური კატეგორია, რომელიც გა...) |
მიმდინარე ცვლილება 15:26, 6 ოქტომბერი 2021 მდგომარეობით
ხელოვნების ხალხურობა – ესთეტიკური კატეგორია, რომელიც გამოხატავს და განაზოგადებს მრავალსახოვან ურთიერთდამოკიდებულებათა ერთობლიობას ხელოვნებასა და ხალხს შორის. რაც გამოიხატება იმაში, რომ ხელოვნება, პირდაპირ თუ ირიბად, ახორციელებს ხალხის ესთეტიკურ იდეალებს. ხელოვნების ხალხურობა – ისტორიულ-გენეტიკური ცნებაა, მისი შინაარსი განისაზღვრება როგორც ხალხის კულტურული ტრადიციების სიღრმითა და სიმდიდრით, ისე კონკრეტული პირობებით და საზოგადოების განვითარების ეტაპებით, მასში ხელოვნების ადგილით და როლით.