ლიმონი ქაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 25: ხაზი 25:
  
  
[[კატეგორია:ციტრუსები]] [[კატეგორია:ლიმონ–ციტრონები]]
+
[[კატეგორია:ციტრუსები]] [[კატეგორია:ლიმონ-ციტრონები]]

19:51, 10 იანვარი 2017-ის ვერსია

ქაბა ლიმონი

ლიმონი ქაბა - ახასიათებს გაშლილი ზრდა და შედარებით სქელი ვარჯი. სიმაღლე 3,5–4 მეტრი აქვს. ხის ტანი მრგვალია, დატოტვის ადგილთან 11–12 სმ-ია. ძირითადი ტოტები – 3–4, მაგარი და მსხვილია. დატოტვის კუთხე 40–600უდრის.

ყლორტი მრგვალია და მუქი მწვანე ფერისა, ნორჩი ნაწილები შეფერილია იისფრად.

ფოთოლი გულისებრია, ზოგჯერ მოგრძო-ოვალური, 15X10 სმ. ყუნწი ვიწროფრთიანია, 1,2–1,5 სმ. სიგრძისა, ბრტყელია ან ოდნავ დაკუთხული.

ყვავილები ლიმონის ყვავილზე დიდია, სხედან ერთეულად, წყვილ-წყვილად ან მტევნებად (მტევანში 7–8 ყვავილია, ან მეტი). გვირგვინი გარედან შეფერილია იისფრად. მტვრიანები – 25 – 30, ბუტკოს სვეტი და დინგი მსხვილია.

ნაყოფი მომრგვალო-ოვალურია, სიმაღლე – 8,5–9,5 სმ, დიამეტრი 7,5–8,5 სმ, წონა 150–250 გრ. წვერი ჭიპისებურად ჩაღრმავებულ წრეს წარმოადგენს; ფუძე ბრტყელია, ყუნწის მიმაგრების ადგილზე ჩაზნექილი. ნაყოფის კანი უსწორმასწორო და ბორცვიანია, უხეში აღნაგობისა და მომწარო გემოსი, სისქე 0,8–1,3 სმ-ს უდრის. სირბილე ყვითელია, მსხვილმარცვლოვანი; სეგმენტები 9–11-ია, სქელაპკიანია. საწვნე უჯრედები მსხვილია, მოგრძო – თითისტარისებრი. წვენი უხვი, მოყვითალო და მჟავეა (სიმჟავიანობა 6,29%).

თესლი – 20–45, მსხვილია, მოგრძო, წვერწაწვრილებული. ლებნები თეთრია, ქალაძის საფარი მუქი წითელია. ახასიათებს უხვი მოსავლიანობა. მწიფდება ნოემბრის შუა რიცხვებიდან დეკემბრის დამლევამდე. ა.ი. ლუსის აზრით ქაბა ლიმონი ციტრონისა და ლიმონის ჰიბრიდია.

რემონტატურობა არ ემჩნევა. ყინვების შედარებით კარგი ამტანია.

მნიშვნელობა აქვს საკონდიტრო წარმოებისათვის და ლიმონის სიმჟავის მისაღებად.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: ნ. კეცხოველი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები